ცესკოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 აპრილი 2026, 18:32
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ “მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

გიორგი კალანდარიშვილი საქველმოქმედო ფონდის დღის ცენტრს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. ისინი ფონდის ბენეფიციარებს შეხვდნენ, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით სააღდგომო ნობათი გადასცეს და დამდეგი აღდგომა მიულოცეს. გიორგი კალანდარიშვილი ცენტრის ბენეფიციარებს, როგორც მომავალ ამომრჩევლებს, არჩევნების მნიშვნელობაზეც ესაუბრა და იმ საგანმანათლებლო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ორიენტირებულია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის გაძლიერებაზე.

ფონდის ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა და მას ფონდის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრები გადასცა.

ამჟამად “მომავლის გზას“ 45 ბენეფიციარი ჰყავს. ფონდის ბენეფიციარები არიან მოზარდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“ 25 წელია ფუნქციონირებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მუდმივად ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო და სოციალურ აქციებში. საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზას“ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უკვე მეორედ სტუმრობდა. მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციების განხორციელებას ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა
გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა
"მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა" - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი
საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
ცსეკო: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა
არქივი