თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 10:33

შიდა თუ გარე ძალების მცდელობა, ქვეყანა წარმოაჩინონ არასტაბილურად და ხელი შეუშალონ ნორმალურ ეკონომიკურ თუ სოციალურ ურთიერთობებს, ემსახურება მიზანს, საქართველო აღქმული იყოს არასტაბილურ და აგრესიულ სახელმწიფოდ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს შორის ხელოვნურად გაღვივდეს დაძაბულობა, თითქოს ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტების მიმართ მტრულად არის განწყობილი - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მიუხედავად გლობალურად მწვავე პოლიტიკური ფონისა, ქვეყანაში დაცულია საერთაშორისო ვიზიტორთა უსაფრთხოების სტანდარტები და ხელოვნურად შექმნილი განწყობები ქართულ სტუმართმოყვარეობას ვერ გადაფარავს.

მისივე თქმით, ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ და ყველა მიმართულებით პოლიტიკური რყევების მოლოდინში არიან, კანონის დაცვით აუცილებლად იქნებიან მხილებულნი.

„ტურიზმი ქვეყნის განვითარების ძლიერი ძრავია. ის ზრდის ეკონომიკას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ავითარებს რეგიონებს და ქვეყნის კულტურას მსოფლიოს აცნობს.

საქართველოში ტურიზმი აქტიურად ვითარდება და ქვეყანა რეგიონში მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად ყალიბდება. იზრდება როგორც საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი, ისე ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.
ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 2025 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან რეკორდული — დაახლოებით 4.6–4.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში (იანვარი–ივნისი) შემოსავლებმა 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. წლის ბოლოსთვის პროგნოზი 4.9 მილიარდ დოლარს აღწევს.

ასეთი განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა და საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავებასა და საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების, დისკრედიტაციას ემსახურება.

საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ძალები სწორედ ამ ნარატივით ცდილობენ არარსებული დაძაბულობის ხელოვნურად შექმნასა და წარმოჩენას, ასევე ქვეყნის იმიჯის დაზიანებას.

სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე გავრცელდა დეზინფორმაცია. კერძოდ, საუბარი იყო, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ ან მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.

მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია მოგვიანებით, დროის კონკრეტული ინტერვალით, კოორდინირებულად გავრცელდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინმედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო, რათა დადგინდეს დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მონაწილეები, დაფინანსების შესაძლო წყაროები, ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები და მისი მიზნები.

შიდა თუ გარე ძალების მცდელობა, ქვეყანა წარმოაჩინონ არასტაბილურად და ხელი შეუშალონ ნორმალურ ეკონომიკურ თუ სოციალურ ურთიერთობებს, ემსახურება მიზანს, საქართველო აღქმული იყოს არასტაბილურ და აგრესიულ სახელმწიფოდ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს შორის ხელოვნურად გაღვივდეს დაძაბულობა, თითქოს ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტების მიმართ მტრულად არის განწყობილი.

მიუხედავად გლობალურად მწვავე პოლიტიკური ფონისა, ქვეყანაში დაცულია საერთაშორისო ვიზიტორთა უსაფრთხოების სტანდარტები და ხელოვნურად შექმნილი განწყობები ქართულ სტუმართმოყვარეობას ვერ გადაფარავს.

ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ და ყველა მიმართულებით პოლიტიკური რყევების მოლოდინში არიან, კანონის დაცვით აუცილებლად იქნებიან მხილებულნი და მოხდება სათანადო რეაგირებაც“, - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი – გია ბარამიძის ინტერვიუ სამარცხვინოა, აფხაზეთის ომში მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი, ათ დღეს არ სცდებოდა, სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი