1
04 ოქტომბერი 2026, 00:58
ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის სასახლეში დასრულდა ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირი - „თრიალეთის თასი“.
ჩელენჯერის სერიის ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა წყვილთა ასპარეზობაში, სადაც საქართველო ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილით იყო წარმოდგენილი.
ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 135.82-ქულიანი შეფასება დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა. მათ ოქროს მედლები ორივე პროგრამის ჯამში დაგროვილი 215.83 ქულით მოიპოვეს.
ქალთა ერთეულების თავისუფალ პროგრამაში იასპარეზეს ანასტასია გუბანოვამ და ინგა გურგენიძემ. სამწუხაროდ, საქართველოს წარმომადგენლები საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩნენ.
ევროპის ჩემპიონატების ოქროსა და ორი ვერცხლის მედლის მფლობელ გუბანოვას თავისუფალ პროგრამაში 118.62 ქულით მეხუთე შედეგი ჰქონდა, ხოლო ორივე პროგრამის ჯამში დაგროვილი 189.31 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება გურგენიძეს, მან თავისუფალში 113.89 ქულა დაიმსახურა, ორივე პროგრამის შედეგით კი 177.55 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილი დაიკავა.
ერთი დღით ადრე ჩემპიონობა ვაჟთა ერთეულებში ნიკა ეგაძემ მოიპოვა, ხოლო სპორტულ ცეკვებში- დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |