ადვოკატი - მომავალ სხდომაზე უკვე დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება, პირობებიც დაზუსტდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2026, 16:28

მომავალ სხდომაზე უკვე დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება, პირობებიც დაზუსტდება - ამ ეტაპისათვის ჩემთვის ცნობილია გარკვეული პირობები, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულის, ლაშა ბერიძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, მიმართოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების განცხადებით და ლაშა ბერიძემ სწორედ ეს უფლება გამოიყენა.

„მომავალ სხდომაზე უკვე დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება. პირობებიც დაზუსტდება. ამ ეტაპისათვის ჩემთვის ცნობილია გარკვეული პირობები,

ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, მიმართოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების განცხადებით. შესაბამისად, მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ აღნიშნული უფლება გამოიყენა და მიმართა ბრალდების მხარეს, რათა მათ შორის მოხდეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება",- განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
პაატა სალია – გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ, რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება
ადვოკატი - პაატა ბურჭულაძე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა
4 ოქტომბრის საქმეზე, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურას კიდევ ერთი მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკიაც მიმართავს
არქივი