ეკა სეფაშვილი: მისასალმებელია, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში უფასოა ყველა სტუდენტისათვის, მაგრამ გასათვალისწინებელია პროფესორ-მასწავლებლების ხელფასების მატების საკითხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2026, 17:53
რამდენად აისახება განათლების სფეროზე საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა, ამ თემაზე მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის სხდომაზე კითხვა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს დაუსვა. როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, განათლების რეფორმის კვალდაკვალ აქტუალურია უმაღლესი სასწავლებლების ინფრასტრუქტურის მოწყობა და ლექტორების ხელფასების ზრდა.

დეპუტატის თქმით, უმაღლესი სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განახლებასა და განვითარებას საჭიროებს, ხოლო მაღალი ხელფასები, ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტიმულია კონკურენტუნარიანი კადრების მოსამზადებლად. 
 
„მსოფლიო ეკონომიკის ძალიან დაბალი ზრდის პროგნოზის მიუხედავად, რომელსაც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები ავრცელებენ, ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მაინც უფრო მაღალია და ის დაახლოებით 5%-ს შეადგენს. თუმცა, გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მომავალი წლის ბოლოსთვის ეს პროგნოზი არ გამართლდება და კიდევ უფრო მაღალ შედეგს მივაღწევთ - უფრო მეტი ზრდა გვექნება, როგორც ეს გასულ წლებში იყო, იმის მიუხედავად, როგორი მოკრძალებული პროგნოზიც მაშინდელმა მსოფლიოს ცნობილმა წამყვანმა ორგანიზაციებმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გააკეთეს. შესაბამისად, ბიუჯეტის 5%-იანი ზრდა არის დაგეგმილი, თუმცა, წლის ბოლოს ჩვენ, სავარაუდოდ, ვნახავთ რომ ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში უფრო მაღალი ზრდა გვექნება, რაც, პირველ რიგში, სწორედ იმ მშვიდობიანი პოლიტიკის დამსახურებაა, რაც ჩვენ ხელისუფლებას აქვს და რასაც ჩვენი სახელმწიფო გაუგონარი საერთაშორისო ზეწოლის პირობებში აღწევს. ამას ძალიან კარგად ხედავს ქართველი ხალხი და საზოგადოება ამ გადაწყვეტილებებში ხელისუფლებას გვერდში უდგას. 

სწორედ ამის შედეგია უწყვეტი ეკონომიკური ზრდა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა მიმართულებით გავზარდოთ დანახარჯები, განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით. თუმცა, სოციალურ დანახარჯებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ის კაპიტალური დანახარჯები, რომლებიც განუხრელად იზრდება, იმიტომ, რომ ეს არის ის ღერძი, რასაც მომავალი ეკონომიკური ზრდა ემყარება და რომლის გარეშე შეუძლებელი იქნება მზარდი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა. როგორც ვხედავთ, კაპიტალური ხარჯები, რომლებიც მეტწილად მიემართება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, როგორიცაა საჰაერო, სარკინიგზო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის გაუმჯობესება, საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. 

რაც შეეხება განათლებას, რომელიც კომიტეტის [განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი] ყველაზე დიდი ინტერესის სფეროა, თქვენ აღნიშნეთ, რომ აქაც იგეგმება მთელი რიგი მიმართულებების, მათ შორის, სკოლების, საბავშვო ბაღების, პროფესიული სასწავლებლების, უმაღლესების, მეცნიერების დაფინანსების ზრდა. მაგრამ წარმოდგენილ მონაცემებში ვერ ვიპოვე, რამდენი მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული უმაღლესი სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. თქვენ აღნიშნეთ მხოლოდ სასკოლო განათლებისა და ბაღების დაფინანსება. რეფორმა მიმდინარეობს ყველა სფეროში, მათ შორის, უმაღლეს სასწავლებლებში და აქ ინფრასტრუქტურა სერიოზულ განახლებას საჭიროებს - მოძველებულია სააუდიტორიო ფონდი, ბევრი უმაღლესი სასწავლებლის შენობა რემონტს საჭიროებს, საჭიროა ახალი აღჭურვილობა, ლაბორატორიების მომარაგება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით, ასევე კომპიუტერული ტექნიკის დამატებით შეძენა, იმიტომ, რომ რაც არსებობს, ის მოძველებულია და ფაქტობრივად გამოსულია მწყობრიდან. ეს მე პირადად ვიცი, იმიტომ, რომ ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვასწავლი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამ რეფორმას უნდა ახლდეს თან, ეს არის უმაღლესი სასწავლებლების ლექტორების ხელფასი. ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში არის უფასო ყველა იმ სტუდენტისათვის, ვინც ჩააბარებს, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ პროფესორ-მასწავლებლების ხელფასების მატების საკითხი, იმიტომ, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დიდი ხანია ერთ დონეზეა გაყინული და თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებს, მით უმეტეს, ინფლაციის პირობებში, ვერ პასუხობს. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ უმაღლეს სასწავლებლებში ხდება იმ კადრების, იმ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩამოყალიბება, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მომავალში იმ ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რისთვისაც ჩვენ ვაგებთ გზებს, ვაშენებთ აეროპორტებს, ვავითარებთ პორტებს და ა.შ. ჩემგან არ გესწავლებათ ის, რომ ხელფასი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტიმული იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად ავწიოთ სწავლის ხარისხი უმაღლეს სასწავლებლებში, რაც თანამედროვე გლობალური ეკონომიკის პირობებში ინოვაციური დარგების განვითარებას უზრუნველყოფს. ჩემი კითხვაც სწორედ ამას შეეხება - ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელფასების ფონდის გაზრდისათვის თუ არის რამე გამოყოფილი და, თუ არ არის, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ მომავალში ამ ხარვეზის გამოსასწორებლად,” - განაცხადა ეკა სეფაშვილმა. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, თავის მხრივ,  განაცხადა, რომ უმაღლესი სასწავლებლების ინფრასტრუქტურის განვითარება დიდ ინვესტიციებს საჭიროებს. საუბარია ორ დიდ ქალაქში უმაღლესი სასწავლებლების გახსნაზე. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა სალია – გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ, რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება
ადვოკატი - პაატა ბურჭულაძე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა
4 ოქტომბრის საქმეზე, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურას კიდევ ერთი მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკიაც მიმართავს
მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს, სოტირია თეოჰარიდისს შეხვდა
არქივი