4 ოქტომბრის საქმეზე, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურას კიდევ ერთი მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკიაც მიმართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2026, 18:04

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურას კიდევ ერთი მსჯავრდებული, ირაკლი ჩხვირკიაც მიმართავს. ამის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატმა, ბორის ყურუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯერ პროკურატურისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი კომუნიკაცია შედგა და მიმართვას აპირებენ.

„ამ შემთხვევაში ჩემი მსჯავრდებულის ნება არის ის, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ჩვენ პირველ ინსტანციაში ვიდავეთ და ზოგადად ვხვდებით, რომ მოცემული კონტექსტის და იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც ვუყურებთ უკვე თითქმის ერთი წელია, ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივაღწიოთ ბრალდების მხარესთან“ , - განაცხადა ბორის ყურუამ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ დაცვის მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, ლაშა ბერიძეს - 7 წლით, მურთაზ ზოდელავას - 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს - 7 წლით, ირაკლი ნადირაძეს - 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს - 7 წლით, გური ჟვანიას - 5 წლით, ნიკა გვენცაძეს - 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას - 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
პაატა სალია – გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ, რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება
ადვოკატი - პაატა ბურჭულაძე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა
ეკა სეფაშვილი: მისასალმებელია, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში უფასოა ყველა სტუდენტისათვის, მაგრამ გასათვალისწინებელია პროფესორ-მასწავლებლების ხელფასების მატების საკითხი
არქივი