ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო აფეთქების გამო, აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ რუსეთის ტერიტორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 10:29

რუსეთში აშშ-ის საელჩო ირკუტსკში ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო გავრცელების ფონზე საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. სპეციალური განცხადება რუსეთში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„აშშ-ის საელჩო მოუწოდებს რუსეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, ქვეყანა დატოვონ. საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მოსკოვის ფარგლებს გარეთ, აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობა, მოქალაქეებს საკონსულო დახმარება გაუწიოს, შეზღუდულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო აგრძელებს ირკუტსკის ოლქში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.

გარდა ამისა, აშშ-ის საელჩო ირკუტსკში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის რეკომენდაციების სიას აქვეყნებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს დაიცვან ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების მითითებები, მოერიდონ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც შესაძლოა ეპიდემიის ზონაში ან მის სიახლოვეს მდებარეობდეს, სიცხის ან რესპირატორული სიმპტომების, მათ შორის ხველის ან სუნთქვის გაძნელების, გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას.

აშშ-ის საელჩო ასევე საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ იმყოფებიან იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადების გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა, მომდევნო 14 დღის განმავლობაში აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისში, გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის, ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება
ირაკლი კობახიძე – კულტურა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, დარწმუნებული ვარ, მაია ბითაძის ხელმძღვანელობით კულტურის დარგში გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს ციმბირში, შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაეხმარება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობის ფასების ზრდის მიზეზი არა ირანთან ომი, არამედ უკრაინის დარტყმებია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე
რუსული სამხედრო ძალების თავდასხმის შედეგად ხარკოვში ექვსი ადამიანი დაიღუპა და 59 დაშავდა
არქივი