ირაკლი კობახიძე – გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციისთვის, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 11:56

2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი ავიაკომპანია და ავიამიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით.

„რეისების რაოდენობა გაიზარდა კონკრეტულად 16 პროცენტით. ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და მინდა აღვნიშნო, რომ ვადაზე ადრე შევა ექსპლუატაციაში ქუთაისის აეროპორტის ახალი 3,5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტის რესურსები მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ქუთაისი მოემსახურება ასევე დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია „ტავთან“. გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები, მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამისათვის, ამ მოლაპარაკების შედეგად ჩვენ მოვიზიდეთ დამატებით 150 მილიონი ლარის ინვესტიცია და ამ ინვესტიციის შედეგად, გაორმაგდება მგზავრთა გამტარუნარიანობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაიზრდება 10 მილიონ მგზავრამდე. ასევე წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გაუმჯობესდა შემოსავლების მიღების პირობები სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოს ყოველწლიური შემოსავალი წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, გაიზრდება 3,5-ჯერ, რაც ნიშნავს 5 წლის განმავლობაში ათეულობით მილიონ ლარს დამატებით სახელმწიფოს სასარგებლოდ. მადლობა ამისთვის შესაბამის პირებს, ვინც იყო ჩართული მოლაპარაკებებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, თელავის და მესტიის აეროპორტების მშენებლობა აქტიურად არის განხორციელების ფაზაში.

„2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ასევე თელავის ახალი აეროპორტი, რომელიც არსებითად შიდა საავიაციო მიმოსვლისთვის იქნება გამოყენებული. ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პაციენტებზე გაცემა - კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენაზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა
შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის, სინამდვილეში რა მიზნები აქვს ზოგიერთ სადამკვირვებლო მისიას - საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო მისია, ევროპარლამენტის მისია ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ დესტაბილიზაცია მოეხდინა
შალვა პაპუაშვილი – მარტა კოსს შეუძლია, საკუთარი ხატოვანი გამონათქვამები კიდევ ბევრჯერ გაიმეოროს, ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, საქართველო დღეს მხოლოდ ქაღალდზე იქნებოდა სახელმწიფო
ირაკლი კობახიძე – წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი
ირაკლი კობახიძე – თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, თვისებრივად გარდაიქმნას კონკრეტული სექტორი, არის საქართველოს რკინიგზა, სადაც განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ოპტიმიზაცია
არქივი