ხატია დეკანოიძე - დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს, კალაძეს სანქციები დაუწესდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 13:16

მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებას ესმოდეს, რომ საქართველოს მეგობრები ჩვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ძალიან დიდი ხანი ვიბრძვით საქართველოს მშვიდობიანი ევროპული მომავლისთვის, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილ დებატებსა და მორიგი რეზოლუციის პროექტის კენჭისყრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რეზოლუცია, ისევე, როგორც დებატები, სამ ძირითად საკითხს შეეხება - პირველი იქნება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი, მეორე საკითხი შეეხება პოლიტიკურ დევნას და მესამე საკითხი იქნება სანქციებთან დაკავშირებით.

“საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ამ დებატების შემდეგ ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ შედეგებს შეეხება. მოგეხსენებათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ევროპის სახალხო პარტიის, ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური ოჯახის წევრი და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა საქართველომ მშვიდობის და სტაბილურობის ევროპული ქოლგის ქვეშ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს. შესაბამისად, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, იმ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც დღეს ვიხილავთ, მივიღებთ მონაწილეობას ამ კონკრეტული დებატებისა და შემდეგ რეზოლუციის შემუშავებაში. ეს დებატები სამ ძირითად საკითხს შეეხება. პირველი, ეს შეეხება პარტიების აკრძალვის თემას. ეს არის ქართველი ხალხისთვის ჩამორთმეული უფლება, რომ თავიანთი პოლიტიკური წარმომადგენლობები ჰყავდეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის. მეორე, იქნება, პოლიტიკური დევნის საკითხი. საქართველოში ადამიანის უფლებების პოლიტიკური გათელვა, პოლიტიკური მართლმსაჯულების არ არსებობა არის ზუსტად ის შედეგი, რაც ივანიშვილის 14 წლიანმა მმართველობამ მოიტანა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები, ისევე როგორც სხვა პარტიების წევრები და ჟურნალისტები არიან საპატიმროში, ლევან ხაბეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ნადირაძე და ეს არის ზუსტად ის თემა, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა რეზოლუციისა და დებატების დროს. მესამე, სანქციების თემა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა კონკრეტულ ადამიანებს სანქციები დაუწესდეთ ევროკავშირის მიერ. ჩვენ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდა თავისი რუსული გავლენების კონტექსტში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, მაგრამ ჩვენი თხოვნა და მოთხოვნაა, რომ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, კახა კალაძესა და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც კვებავს ამ რეჟიმს და ავრცელებს საქართველოში რუსულ გავლენებს, იყოს გავრცელებული სანქციები. ეს შეეხება, როგორც გადაადგილების შეზღუდვას, ისე ფინანსურ სანქციებს. ეს იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც შავი ფულის გადარიცხვებით კვებავენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. ეს სანქციების მოთხოვნა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხანია და ვფიქრობთ, რომ ყველა იმ ადამიანს, რეჟიმის წარმომადგენელს, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ და რუსული რეჟიმის გასამტკიცებლად მოქმედებენ, უნდა დაუწესდეთ სანქციები.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა არის, რომ დღეს და გუშინ ევროკავშირმა გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი გაფართოების შესახებ დოკუმენტი, რომელშიც საქართველო გაფართოება არ არის წარმოდგენილი. არ არის წარმოდგენილი, რადგან ბიძინა ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო არა ევროკავშირის მშვიდობის და კეთილდღეობის ქოლგის ნაწილი გამხდარიყო და ამ ცივილიზებულ საზოგადოებაში დაემკვიდრებინა ადგილი, არამედ ჩვენ წავეყვანეთ იქ, საიდანაც ვრცელდება შავი ჭირი და ეს არის რუსეთი. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებას ესმოდეს, რომ საქართველოს მეგობრები ჩვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ძალიან დიდი ხანი ვიბრძვით საქართველოს მშვიდობიანი ევროპული მომავლისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანთან გაფორმებული საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებით, 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის, ისე დაბალი ფასის კუთხით
შალვა პაპუაშვილი: იყო ბევრი მცდელობა ბრიუსელის მხრიდან, რომ საქართველო ჩაეთრიათ ესკალაციაში საკუთარი მიზნებისთვის და მზად იყო დაეზიანებინა ქართველი ხალხი იმისთვის, რომ რაღაც ერთი ჩქმეტა ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი - ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, იჯექი ციხეში, არ გამოხვიდეო, ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს ამას მამა ბურჭულაძეს - სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს
ჯანდაცვის მინისტრი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაციაზე - არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟის შექმნისთვის არ არსებობს
ირაკლი კობახიძე - დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პაციენტებზე გაცემა - კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენაზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა
არქივი