შალვა პაპუაშვილი - ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, იჯექი ციხეში, არ გამოხვიდეო, ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს ამას მამა ბურჭულაძეს - სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 13:19

სასწაული შვილების თაობა წამოვიდა, ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, რომ იჯექი ციხეში არ გამოხვიდეო და კიდევ კარგი მამამ შვილს არ დაუჯერა, ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამა ბურჭულაძეს, იჯექი ციხეში არ გამოხვიდეო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ბედნიერები არიან, რომ სახლში მარტო არიან მშობლის გარეშე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის შეფასებას, რომ „მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ისე ჩანს, რომ მათი პირველადი ინტერესი ისაა, თავისუფლება ჰქონდეთ აღკვეთილი საკუთარ მამებს.

„სასწაული შვილების თაობა წამოვიდა, ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, რომ იჯექი ციხეში, არ გამოხვიდეო და კიდევ კარგი მამამ შვილს არ დაუჯერა, ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამა ბურჭულაძეს, იჯექი ციხეში, არ გამოხვიდეო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ბედნიერები არიან, რომ სახლში მარტო არიან მშობლის გარეშე. სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს. ისე ჩანს, რომ მათი პირველადი ინტერესი ისაა, რომ თავისუფლება ჰქონდეთ აღკვეთილი საკუთარ მამებს. კარგია, რომ პირველ შემთხვევაში ჩახუნაშვილმა არ მოუსმინა და არ დაუჯერა საკუთარ შვილს, ითხოვა, აღიარა დანაშაული და გამოვიდა გარეთ. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მე ორგანიზატორების მიმართ ცალკე დამოკიდებულება მაქვს, ვიდრე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩაითრიეს ამ ძალადობაში.

რომ არა მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს თავს კი არ შეგვაცოდებდნენ ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები, დღეს წამომჯდარები იქნებოდნენ სავარძლებში, საქართველოში იქნებოდა სისხლის გუბეები, იმით, რომ ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ. იმ დაპირისპირებას, რომელიც წააქეზა მათ შორის ბრიუსელის განცხადებებმა და კარგად იქნებოდნენ სხვადასხვა სავარძლებში წამოჭიმულები. ასე რომ, დამარცხდნენ სახელმწიფოს დამხობაში და ახლა შეირგონ ის სასჯელი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით ქართულმა მართლმსაჯულებამ მათ გამოუტანა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი - მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: სააკაშვილის ავტორიტარიზმის დროს ჩადენილი სისასტიკის დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაბრალება აღარ მუშაობს, მით უმეტეს, როცა ეს უბინძურესი ბრალდებები ფაქტებით არ დასტურდება
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის დებატებზე: ძალიან სამწუხაროა, რომ რეალობას კვლავ არ უსწორებენ თვალს და კიდევ საუბრობენ იმაზე, რომ თურმე პოლიტიკური დევნილია სააკაშვილი, უნდა გავათავისუფლოთ. საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გაქრეს
ეკა სეფაშვილი: დიალოგის აუცილებლობა ქვეყნებს შორის და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას!
ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო
შსს მიშო სულუხიაზე: წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა
არქივი