შალვა პაპუაშვილი: იყო ბევრი მცდელობა ბრიუსელის მხრიდან, რომ საქართველო ჩაეთრიათ ესკალაციაში საკუთარი მიზნებისთვის და მზად იყო დაეზიანებინა ქართველი ხალხი იმისთვის, რომ რაღაც ერთი ჩქმეტა ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 13:21

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კორექტირება უკეთესობისკენ, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მხრიდან, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ჩვენ არ ვუჯერებთ ბრიუსელს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, იყო ბევრი მცდელობა ბრიუსელის მხრიდან, რომ საქართველო ჩაეთრიათ ესკალაციაში საკუთარი მიზნებისთვის და მზად იყო დაეზიანებინა ქართველი ხალხი იმისთვის, რომ „რაღაც ერთი ჩქმეტა ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ“.

„როდესაც თავად შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ რუსეთს ეკონომიკური თუ სხვა გადაწყვეტილებებით, წავიდნენ და იომონ ამ ომში. ნაცვლად ამისა, საქართველოთი და სხვებით ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ. როგორც მოლდოვას აზიანებენ, ასე გვაზიანებდნენ ჩვენც. მოლდოვას ეკონომიკური ზრდის ტემპები ნულის გარშემო ტრიალებს, ასევე დავზიანდებოდით ჩვენც და უფრო უარესად. ჩვენ საერთო საზღვარი გვაქვს რუსეთთან მოლდოვისგან განსხვავებით და ჩვენ სხვა გამოწვევებიც გვექნებოდა.

არ დავუჯერეთ ბრიუსელს და ქართველმა ხალხმა მოიგო, ჩვენი ეკონომიკა იზრდება. დავუჯერებდით ბრიუსელს, ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა დაღმასვლაში. ეს არის მთავარი გაკვეთილი, რაც ჩვენ გამოვიტანეთ მთელი ამ პერიპეტიიდან, რომ არ დაუჯერო ბრიუსელს, ვინაიდან ბრიუსელი ცდილობს საკუთარი ინტერესები გაიტანოს, შენი ინტერესების ხარჯზე. ჩვენი ეკონომიკისა და უსაფრთხოების ხარჯზე უნდათ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ჰქონდეთ. ყველა ეს ციფრი ეკონომიკური ზრდისა, მეტყველებს მთავარ პრინციპულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გულისხმობს, რომ არ დაუჯერო ბრიუსელს და მეორე, იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელიც ბრიუსელის არ დაჯერების ფონზე აღწევს ამ ეკონომიკურ შედეგებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: სააკაშვილის ავტორიტარიზმის დროს ჩადენილი სისასტიკის დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაბრალება აღარ მუშაობს, მით უმეტეს, როცა ეს უბინძურესი ბრალდებები ფაქტებით არ დასტურდება
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის დებატებზე: ძალიან სამწუხაროა, რომ რეალობას კვლავ არ უსწორებენ თვალს და კიდევ საუბრობენ იმაზე, რომ თურმე პოლიტიკური დევნილია სააკაშვილი, უნდა გავათავისუფლოთ. საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გაქრეს
ეკა სეფაშვილი: დიალოგის აუცილებლობა ქვეყნებს შორის და ორმაგი სტანდარტების თავიდან აცილება - ეს არის ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას!
ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო
შსს მიშო სულუხიაზე: წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა
არქივი