ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანთან გაფორმებული საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებით, 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის, ისე დაბალი ფასის კუთხით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 13:23

მნიშვნელოვანი იყო მეზობლებთან ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, აზერბაიჯანთან გაფორმებული საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებით, 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის, ისე დაბალი ფასის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან.

„შევეხები საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეზობლებთან ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და ამ კუთხით ცალკე გამოვყოფ აზერბაიჯანთან გაფორმებულ საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებას, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება ქვეყნის გაზმომარაგებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის კუთხით, ისე დაბალი ფასის კუთხით. ძალიან ეფექტურად წარიმართა მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან და მთლიანად გუნდს და ქალბატონ მინისტრს ამისთვის მადლობა მინდა, გადავუხადო. ამას ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და მადლობა ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებს მეგობრული დამოკიდებულებისთვის, რისი შედეგიც იყო საინტერესო ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ჩვენი ქვეყნისთვის, გაფორმდა ორ ქვეყანას შორის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან და არც ერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება იმპორტი შუამავლის მეშვეობით. შუამავალი ნიშნავდა სახელმწიფოსთვის დამატებით ხარჯებს და მხოლოდ აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის შემოსავალს მიიღებს, დაიტოვებს სახელმწიფო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანთან ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენისა და სუფსის ტერმინალის ერთობლივი ოპერირების შესახებ ძალიან კარგი პირობებით, ესეც იყო ამ შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. სომხეთთან გვაქვს არაჩვეულებრივი ეკონომიკური ურთიერთობა. იგივე შეეხება თურქეთს“, – განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: იყო ბევრი მცდელობა ბრიუსელის მხრიდან, რომ საქართველო ჩაეთრიათ ესკალაციაში საკუთარი მიზნებისთვის და მზად იყო დაეზიანებინა ქართველი ხალხი იმისთვის, რომ რაღაც ერთი ჩქმეტა ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი - ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, იჯექი ციხეში, არ გამოხვიდეო, ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს ამას მამა ბურჭულაძეს - სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს
ჯანდაცვის მინისტრი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაციაზე - არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟის შექმნისთვის არ არსებობს
ხატია დეკანოიძე - დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს, კალაძეს სანქციები დაუწესდეთ
ირაკლი კობახიძე - დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პაციენტებზე გაცემა - კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენაზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა
არქივი