1
07 ოქტომბერი 2026, 14:43
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქვეყნების ლიდერებმა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს.
ამასთან, სომხური მედია აღნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 74 წლის გახდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |