დონალდ ტრამპი: უკრაინაში ომი რეალურად დასასრულს უახლოვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 16:30

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მალე დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საბრძოლო მოქმედებების დასრულების აშკარა ნიშნები არ ჩანს.

ტრამპმა აღნიშნული განცხადება იმ დროს გააკეთა, როდესაც იმ საერთაშორისო კონფლიქტებზე საუბრობდა, რომელთა მოგვარებასაც, მისი თქმით, მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მიაღწია.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მისი შეფასებით, რვა ომი დასრულდა. ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომი მათ შორის „ყველაზე მარტივ“ ამოცანადაც მოიხსენია.

„იქ ბევრი ადამიანი იღუპება. რაც ხდება, აბსურდულია, მაგრამ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს ომი რეალურად დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა საფუძველს ეყრდნობა მისი შეფასება ან რა მიუთითებს კონფლიქტის სწრაფ დასრულებაზე.

უკრაინული მედიის ცნობით, ტრამპი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ აცხადებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდებოდა. ის ასევე არაერთხელ მოუწოდებდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საერთო ენა ეპოვათ და საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე შეთანხმებულიყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად ტრაგიკომიკური იყო ის კამპანია, რომელიც აწარმოეს ე.წ. კამიტთან დაკავშირებით, „ბიბისი“ ჩართეს თავიდან ამ სიცრუის დალაგებაში და შემდეგ მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, მაინც ჩაუვარდათ
პრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, რა სტანდარტებით მუშაობს, ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
პრემიერი: თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ, ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად
ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაული იყო უმძიმესი, ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების, დამხობის მცდელობა, ჩვენ გამოვხატავთ კიდევ ერთხელ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები
ირაკლი კობახიძე: ევროკომისიას თუ ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს
არქივი