ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაული იყო უმძიმესი, ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების, დამხობის მცდელობა, ჩვენ გამოვხატავთ კიდევ ერთხელ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 17:02

თუკი ვინმე გაიაზრებს, რომ არასწორი ქმედება ჩაიდინა და დანაშაული ჩაიდინა, თუკი ვინმე მოინანიებს ამ ქმედებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციაში არავის არ აქვს მორალი.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიმეოროთ ჩვენი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარებაზე, სინანულზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და რეაგირებაში იგულისხმება შესაბამისი პირების გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაული იყო უმძიმესი დანაშაული, ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების, დამხობის მცდელობა, ამის მიუხედავად, ჩვენ გამოვხატავთ კიდევ ერთხელ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ მორალზე, ის, რომ თან არეულები არიან ამ განცხადებებში, ზოგი აქებს, ზოგი არ აქებს, ზოგი პირიქით, ლანძღავს ასეთ ადამიანებს, ზოგი ციხის გარეთ არის, თავად იყო ძალადობრივი პროცესების მონაწილე და ახლა იმას აკრიტიკებს, ვინც ციხეშია მოხვედრილი, ეს ხომ აბსოლუტურად გაუგებარია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ ადამიანების მორალზე. რადიკალურ ოპოზიციაში არავის არ აქვს მორალი. არც ერთ ადამიანს რადიკალურ ოპოზიციაში არ აქვს მორალი. მათი შესაბამისი განცხადებები არის კიდევ ერთი დასტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებას როგორ შეაფასებდა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის აბსოლუტურად დამახასიათებელი ახალგაზრდა ნაციონალებისთვის და ეს განცხადებაც ამის დასტურია.

„სხვა შვილების განცხადებებიც გვახსოვს, მაგალითად ჩახუნაშვილთან დაკავშირებით. ახალგაზრდა ნაცი არის გამორჩეული პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგიით, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას
ირაკლი კობახიძე: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ამ გუნდის ლიდერი 2011 წლიდან მოყოლებული
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად ტრაგიკომიკური იყო ის კამპანია, რომელიც აწარმოეს ე.წ. კამიტთან დაკავშირებით, „ბიბისი“ ჩართეს თავიდან ამ სიცრუის დალაგებაში და შემდეგ მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, მაინც ჩაუვარდათ
პრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, რა სტანდარტებით მუშაობს, ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
პრემიერი: თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ, ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად
არქივი