პრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, რა სტანდარტებით მუშაობს, ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 17:05

იყო გარკვეული სპეკულაციები, რასთან დაკავშირებითაც ყველას გაქვთ ინფორმაცია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კახეთში.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება ბოლომდე აკონტროლებს ვითარებას.

„იყო გარკვეული სპეკულაციები, რასთან დაკავშირებითაც ყველას გაქვთ ინფორმაცია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს. შეიძლება, სადღაც იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ვითარება აბსოლუტურად, სრულად ექვემდებარება კონტროლს, არ არის სიმშვიდის დარღვევის არავითარი საფუძველი. იუსტიციის სამინისტრო, ყველა შესაბამისი უწყება ბოლომდე აკონტროლებს ვითარებას.

რეალურად, საფუძველი არ ჰქონდა სპეკულაციებს, აქედან გამომდინარე, ყველაფერი ძალიან მარტივად დამშვიდდა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, როგორ არის მოწყობილი სისტემა, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა, აქედან გამომდინარე, ასეთ ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა“, - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას
ირაკლი კობახიძე: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ამ გუნდის ლიდერი 2011 წლიდან მოყოლებული
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად ტრაგიკომიკური იყო ის კამპანია, რომელიც აწარმოეს ე.წ. კამიტთან დაკავშირებით, „ბიბისი“ ჩართეს თავიდან ამ სიცრუის დალაგებაში და შემდეგ მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, მაინც ჩაუვარდათ
პრემიერი: თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ, ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად
ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაული იყო უმძიმესი, ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების, დამხობის მცდელობა, ჩვენ გამოვხატავთ კიდევ ერთხელ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები
არქივი