1
07 ოქტომბერი 2026, 17:41
პერსონალური დამსახურება არ არის ეს ყველაფერი, ეს არის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ პოლიტიკას, რომლის თაოსნობით გათავისუფლდა ბიზნესი. 2012 წლამდე იყო ბიზნესის რეკეტის ტოტალური პრაქტიკა და, სწორედ, 2012 წლიდან გათავისუფლდა ბიზნესი რეკეტისგან. ბიზნესი არის სრულად თავისუფალი, გადახალისდა ეკონომიკური პოლიტიკა და ამან ნაყოფი გამოიღო 2020 წლის კრიზისის შემდეგ, 2021 წლიდან. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე შეიძლება იყოს ეს დაყვანილი, ერთ პიროვნებაზე ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ამ გუნდის ლიდერი 2011 წლიდან მოყოლებული. დანარჩენი არის გუნდის მუშაობის შედეგი,“- აღნიშნა პრემიერმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |