შალვა პაპუაშვილი – ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ვისაუბრეთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ ურთიერთობები დაუბრუნდეს იმ კალაპოტს, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიიდან გამომდინარე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 17:55

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვედროდი, რა თქმა უნდა, საუბარი გქონდა ორმხრივ ურთიერთობებზე და იმაზე, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობების იმ ტონით, რომელიც დღეს არის საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ შეესაბამება იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის არის ჩამოყალიბებული და სადაც საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის,  რომ ბრიტანეთისთვის ყოფილიყო კეთილსინდისიერი პარტნიორი, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე ნატო-ს თუ სხვა ფორმატებში.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარლამენტის ამოცანაა, რომ ჩვენ, როგორც ხალხის წარმომადგენლებმა, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში ერთმანეთთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობები დაუბრუნდეს იმ კალაპოტს, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიიდან გამომდინარე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას
ირაკლი კობახიძე: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ამ გუნდის ლიდერი 2011 წლიდან მოყოლებული
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად ტრაგიკომიკური იყო ის კამპანია, რომელიც აწარმოეს ე.წ. კამიტთან დაკავშირებით, „ბიბისი“ ჩართეს თავიდან ამ სიცრუის დალაგებაში და შემდეგ მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, მაინც ჩაუვარდათ
პრემიერი: ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, რა სტანდარტებით მუშაობს, ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
პრემიერი: თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ, ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად
არქივი