სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამსახველი 2.5 მეტრი სიმაღლის სატირული ქანდაკება დადგეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 18:57

სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამსახველი 2.5 მეტრი სიმაღლის სატირული ქანდაკება დადგეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

დანიელი ხელოვანის, იენს გალშიოტის ნამუშევარს „ნარინჯისფერი ჭირის“ და „უსამართლობის მეფის“ სახელით იცნობენ. ქანდაკება შიშველ ტრამპს ასახავს, რომელსაც ხელში გოლფის ჯოხი უჭირავს და შედარებით მცირე ზომის ადამიანის მხრებზე ზის.

ქანდაკების გვერდით განთავსებულია საინფორმაციო ბარათები განმარტებით: „ყველაფერს გავაკეთებდი მის დასახმარებლად. გარდა იმისა, რომ ზურგიდან ჩამოვსულიყავი“.

მოქანდაკის თქმით, ეს ნამუშევარი პროტესტია ტრამპის იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ხელს უშლის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას.

ექსპონატი ევროპარლამენტის ორ შენობას შორის არსებულ გასასვლელშია განთავსებული და ხუთშაბათამდე დარჩება. ხელოვანი სტრასბურგში დანიელმა ევროპარლამენტარმა, პერ კლაუსენმა მიიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრამპის შესაძლო რეაქცია არ ადარდებს: „თუ ვინმე იმდენად სუსტია, რომ ევროპარლამენტში ამ ქანდაკების გამოფენას ვერ იტანს, მას მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ადგილი არ აქვს“.

აშშ-ის პრეზიდენტს ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ „ნარინჯისფერი ჭირი“ მანამდე ევროპის სხვა ქალაქებსა და ბრაზილიაში გამართულ გაეროს კლიმატის კონფერენციაზეც (COP30) იყო გამოფენილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტართა ჯგუფმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი, სადაც ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და კალაძის დასანქცირებას ითხოვენ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
მიხეილ ყაველაშვილი – მეფე ერეკლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა მოითხოვს გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
ირაკლი კობახიძე – არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი, საქართველო დღეს არის სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, რაც არის პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ირაკლი კობახიძე: „ერეკლეობა“არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ საუკუნეების მანძილზე განვლო
არქივი