ტატო გრიგალაშვილი ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 20:21

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილმა მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იჭიდავა და ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო (2022, 2023, 2024, 2026).

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი