მიხეილ ყაველაშვილი – მეფე ერეკლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა მოითხოვს გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 20:32

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პასუხისმგებლობას უკავშირდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა.

მისი თქმით, ერეკლე მეფის მთავარი მორალური და პოლიტიკური საზრუნავი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და საკუთარი ხალხის გადარჩენა იყო.

„გილოცავთ ერეკლეობას! მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პასუხისმგებლობას უკავშირდება.

ურთულეს გეოპოლიტიკურ ეპოქაში, როდესაც ქართლ-კახეთი ეგზისტენციალური საფრთხის, უწყვეტი აგრესიის, დემოგრაფიული კოლაფსისა და ერის ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგა, ერეკლე მეფის მთავარი მორალური და პოლიტიკური საზრუნავი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და საკუთარი ხალხის გადარჩენა იყო.

ქვეყნის გაერთიანების, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური განმტკიცებისა და განათლების განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა გამოხატავდა ერეკლე მეფის შორსმჭვრეტელ ხედვას, საქართველოს მომავალი დაჰფუძნებოდა ძლიერ სახელმწიფოს, განათლებულ საზოგადოებასა და ეროვნულ ერთიანობას.

სწორედ ამით არის ერეკლე II-ის მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი დღესაც – მისი ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა, გამბედაობასთან ერთად, მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას.

განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს თელავსა და სრულიად კახეთს. მეფე ერეკლე II-ის ხსოვნასა და მის სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას მუდამ ღირსეული ადგილი ექნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – დაწერა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტართა ჯგუფმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი, სადაც ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და კალაძის დასანქცირებას ითხოვენ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
ირაკლი კობახიძე – არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი, საქართველო დღეს არის სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, რაც არის პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ირაკლი კობახიძე: „ერეკლეობა“არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ საუკუნეების მანძილზე განვლო
შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
არქივი