ტომაშ ფროლიხი - საქართველო ჩვენს პარტნიორად, აზიისკენ მიმავალ ხიდად უნდა აღვიქვათ - საქართველოსთან დაპირისპირება ჩვენს ინტერესებში არ შედის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ოქტომბერი 2026, 22:38

ორმაგი სტანდარტების უკეთესი მაგალითი არ არსებობს. თქვენ გაწუხებთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი, მაგრამ რატომ გსურთ “ალტერნატივა გერმანიისთვის” აკრძალვა? - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროლიხმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა.

“ვერ ხედავთ აქ არსებულ ინტელექტუალურ წინააღმდეგობას? როდესაც სხვას აკრიტიკებთ, თავად კი იმავეს აკეთებთ, ჩნდება სანდოობის დეფიციტი, რაც სწორედ ამ შერჩევითი აღშფოთების შედეგია. როდესაც უკრაინაში 20 პარტია აიკრძალა, ეს არავის აღელვებდა. პირიქით, თქვენ ზელენსკი მილიარდებით დააჯილდოვეთ. ადამიანის უფლებების ეს იდეა შერჩევით არის ინტერპრეტირებული - შერჩევითი მორალით, და ეს სერიოზულად აზიანებს ჩვენს სანდოობას საერთაშორისო დონეზე. სწორედ ეს იწვევს იმას, რომ გავლენას ვკარგავთ”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ევროპამ საქართველო პარტნიორად, აზიისკენ მიმავალ ხიდად უნდა აღვიქვათ.

“რა პრობლემაა საქართველოსთან დაკავშირებით? ქვეყანა ვითარდება და ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს შეადგენს. ეს ჩვენთვის ნამდვილი ოცნება იქნებოდა. „კარგი მმართველობის ინდექსი“ მას ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე მაღლა აყენებს, ხოლო რაც შეეხება კანონის უზენაესობას, „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ (World Justice Project) მას ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზე ათავსებს. მაშ, რაზეა რეალურად საუბარი? საქმე დემოკრატიას არ ეხება. საქმე ეხება იმას, რომ საქართველო უარს ამბობს „ვოუქ“ იდეოლოგიის აბსურდსა და ლგბტ-პროპაგანდაზე, პატივს სცემს თავის ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერთვება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან არ სურს, მომდევნო უკრაინად იქცეს. ეს უნდა გვესმოდეს. ეს პატარა ქვეყანაა. რუსეთი, ირანი, თურქეთი - საქართველო ამ ყველაფრის გარემოცვაშია. ის იძულებულია, განსხვავებულად იმოქმედოს. ეს უნდა გავითვალისწინოთ და საქართველო ჩვენს პარტნიორად, აზიისკენ მიმავალ ხიდად უნდა აღვიქვათ. ეს არის რეალობა. საქართველოსთან დაპირისპირება ჩვენს ინტერესებში უბრალოდ არ შედის”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერსად ნახავთ, თქვენ შეშფოთებას გამოთქვამთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის გამო, მაგრამ თავად რატომ გსურთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა?
მარკო რუბიო – ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია, გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო
ევროპარლამენტართა ჯგუფმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი, სადაც ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და კალაძის დასანქცირებას ითხოვენ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
მიხეილ ყაველაშვილი – მეფე ერეკლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა მოითხოვს გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
არქივი