ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის დებატებზე: ძალიან სამწუხაროა, რომ რეალობას კვლავ არ უსწორებენ თვალს და კიდევ საუბრობენ იმაზე, რომ თურმე პოლიტიკური დევნილია სააკაშვილი, უნდა გავათავისუფლოთ. საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გაქრეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ოქტომბერი 2026, 13:16
ძალიან სამწუხაროა, რომ რეალობას კვლავ არ უსწორებენ თვალს და კიდევ საუბრობენ იმაზე, რომ თურმე პოლიტიკური დევნილია სააკაშვილი, უნდა გავათავისუფლოთ. საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გაქრეს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტის დებატებზე საუბრისას.

მისივე თქმით, მათი დავალებით მოქმედებდა აგენტურული ოპოზიცია, როდესაც მანდატები დახიეს და პარლამენტში არ შევიდნენ და თვითონ დატოვეს ოპოზიცია პოლიტიკური პროცესების მიღმა.

„ნაცვლად იმისა, რომ ამის გამო სინანული დაგვანახონ, ჩვენ გვადანაშაულებენ ოპოზიციის უსუსურობაში. რაც შეეხება გადაწყვეტილებას აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს ჩვენი მისაღები არ არის, ამაზე უნდა იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ და ეს იქნება საჯარო პროცესი. ჩვენ ყველაფერი გამყარებული გვაქვს ფაქტებით, მტკიცებულებებით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

საქართველოს საკითხზე დებატები ევროპარლამენტში, ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში, უცვლელი ნარატივით გაიმართა. ევროპარლამენტართა ნაწილი ისევ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს. მოთხოვნათა ჩამონათვალშია სანქცია ხელისუფლების მიმართ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება
შიო მესამე: წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საკვირველი წმინდანი კაცობრიობის ისტორიაში. შეიძლება ითქვას, ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ის დასაწყისშივე ამბობს, რომ სიტყვა არის ღმერთი
დავით ქართველიშვილი: ნობელის პრემია გადაეცა ადამიანს, რომლის პროფესიული საქმიანობაც უკავშირდება დასკვნებს, რომლებიც ვაშინგტონის მოკავშირისთვის კატეგორიულად არასასურველია
საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების ფონზე დაკავებულთა რაოდენობამ 6 800-ს გადააჭარბა - უმრავლესობა არასრულწლოვანია
ირაკლი კობახიძე: საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად დაწევს საწვავზე ფასებს
არქივი