ეკა სეფაშვილი: გლობალური ეკონომიკისა და ციფრულ ტრანსფორმაციის საერთო განვითარებაში, საქართველო ასრულებს საკვანძო როლს და ამით წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ოქტომბერი 2026, 17:25
საერთაშორისო ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას. როგორც სეფაშვილმა განაცხადა, საქართველო აქტიურადაა ჩართული რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტში, რაც ქვეყანას შუა დერეფნის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს.  

ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროექტები ემსახურება როგორც ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე მშვიდობიან გარემოში ერების განვითარებას. 

„მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. დღევანდელი განხილვის თემა ყველა მონაწილე სახემწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია. გამონაკლისი არც საქართველოა. 

ბოლო წლებში საქართველო ინტენსიურად ახორციელებს რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს.  ეს ინფრასტრუქტურული პროექტები  კავკასიიის და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნისათვის უზრუნველყოფს ზღვაზე გასასვლელს და წვდომას უზარმაზარ ბაზრებთან. ნება მომეცით, მოკლედ მიმოვიხილო  მიმდინარე დაკავშირებადობის პროექტები. უპირველეს ყოვლისა, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს, ეს კაბელი ფიზიკურად აკავშირებს ჩვენს ელექტრონულ სისტემას ევროპის ელექტრონულ სისტემასთან, რუმინეთის გავლით, რაც ქმნის საშუალებას ათვისებული იქნას საქართველოსა და აზერბაიჯანის მდიდარი ენერგეტიკული რესურსები, მათ შორის, მწვანე ენერგეტიკული რესურსები და მომავალში კი, ცენტრალური აზიის ენერგეტიკული პოტენციალიც. გასაკვირი არ არის რომ ამ პროექტს  ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი მიანიჭა. 

კიდევ ერთი პროექტია შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელი, რომელიც ქმნის უმოკლეს ინტერნეტ დაკავშირებადობას ევროპასა და აზიას შორის და რომელიც ამჟამად ხორციელდება. იგი საქართველოს მნიშვნელოვან ციფრულ კარიბჭედ გადააქცევს. მესამე პროექტი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიწოდების ჯაჭვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული რგოლი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია. ის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების ფარგლებში მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოში ყოველდღიურად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები საპორტო, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ერთობლივად და ცალ-ცალკე, ეს პროექტები ემსახურება როგორც ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე გლობალური ეკონომიკისა და ციფრულ ტრანსფორმაციის საერთო განვითარებას, სადაც, საქართველო ასრულებს საკვანძო როლს და ამით წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, მშვიდობიან გარემოში ერების ჯეროვანი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის,” - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა
ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს - საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილი: არც წამიკითხავს საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ
გია აბაშიძე: სააკაშვილის ავტორიტარიზმის დროს ჩადენილი სისასტიკის დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაბრალება აღარ მუშაობს, მით უმეტეს, როცა ეს უბინძურესი ბრალდებები ფაქტებით არ დასტურდება
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის დებატებზე: ძალიან სამწუხაროა, რომ რეალობას კვლავ არ უსწორებენ თვალს და კიდევ საუბრობენ იმაზე, რომ თურმე პოლიტიკური დევნილია სააკაშვილი, უნდა გავათავისუფლოთ. საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გაქრეს
არქივი