მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ოქტომბერი 2026, 22:22

მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული და დაშავებული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 112-ში შევიდა შეტყობინება სოფელ ომალოში დაკარგული მწყემსის შესახებ.

„შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ და სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დაიწყეს.

სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია დრონების საშუალებით დათვალიერდა, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველებმა მთის ფერდობზე დაშავებული მწყემსი იპოვეს.

მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს, საიდანაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარიზში საპროტესტო აქციისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
დედაქალაქში, „არქი გრანდ ავენიუზე“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონისა“ და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობა იწყება
ირაკლი კობახიძე: დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა
რობერტ ფიცომ ევროპარლამენტიდან დონალდ ტრამპის სატირული ქანდაკების გატანა მოითხოვა და მას „მთლიანად ევროკავშირის დეგრადაციის ნიშანი“ უწოდა
აშშ-ში ნიკოლას მადუროს წამების ორგანიზებაში ახალი ბრალდება წაუყენეს
არქივი