პარიზში საპროტესტო აქციისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ოქტომბერი 2026, 23:08

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრაციები პარიზში, ლილში, რენეში, ნანტში, მარსელსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს.

„როიტერის“ ინფორმაციით, პარიზში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა.

მედიის ცნობით, ბასტილიის მოედანზე პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც გზას კეტავდნენ, ხელკეტები გამოიყენა. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დაპირისპირება მოხდა ქალაქ რენეშიც, სადაც პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ამასთან, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში პოლიციის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე  გამოძიება დაიწყო.

იუსტიციის სამინისტროსა და ბორდოს პროკურატურის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიღბიან პირთა ჯგუფმა პოლიციის განყოფილების მთავარი შესასვლელის წინ ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი შენობის დანარჩენ ნაწილზე გავრცელდა, მოგვიანებით კი ლოკალიზება მოხდა და სამ პოლიციელს ცეცხლისგან თავის დასაღწევად საგანგებო გასასვლელის გამოყენება მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია სანდუ: მოლდოვა მზად არის, ამ ზამთარს იმდენი უკრაინელი ლტოლვილი მიიღოს, რამდენიც საჭირო იქნება
უკრაინული მხარის განცხადებით, მათმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ომსკში ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ძლიერი თავდასხმა განახორციელეს
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
დედაქალაქში, „არქი გრანდ ავენიუზე“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონისა“ და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობა იწყება
ირაკლი კობახიძე: დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა
არქივი