ვიტალი კლიჩკო: რუსული იერიშების ფონზე კიევი გადარჩენისთვის იბრძვის, მოსახლეობას დროებით ქალაქიდან გასვლის რეკომენდაცია ეძლევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ოქტომბერი 2026, 00:57

რუსული იერიშების გაძლიერების გამო კიევი გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში გადავიდა. დედაქალაქის მერია იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც კიევს გარეთ ნათესავები ან მეგობრები ჰყავთ, ურჩევს, დროებით მათთან გადასვლის შესაძლებლობა განიხილონ. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ სააგენტო AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„დაბომბვების ინტენსივობა იზრდება - ყოველდღიურად ვიღებთ ახალ ცნობებს დანგრეული შენობების, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ. დღეს სასწორზე ქალაქის გადარჩენა დგას“, - აღნიშნა კლიჩკომ.

ამასთან, მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი დედაქალაქის სრული ევაკუაციისკენ არ მოუწოდებს. მისი თქმით, ქალაქის დაცარიელება და მისი რუსეთისთვის დათმობა სწორედ ის სცენარია, რომლის მიღწევასაც პუტინი ცდილობს.

ზამთრისთვის დედაქალაქი გათბობის ალტერნატიულ სისტემებს ამზადებს და საწვავის, სურსათისა და სასმელი წყლის მარაგებს ქმნის. თუმცა, კლიჩკოს თქმით, მზადყოფნის მიუხედავად, მოვლენების მძიმე სცენარით განვითარება მაინც მოსალოდნელია, თუ საჰაერო თავდაცვა თავდასხმების სრულად მოგერიებას ვერ შეძლებს.

რუსულმა იერიშებმა კიევში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების შეფერხებები უკვე გამოიწვია. მერის თქმით, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლამ შესაძლოა ქალაქი მასშტაბურ კრიზისამდე მიიყვანოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია სანდუ: მოლდოვა მზად არის, ამ ზამთარს იმდენი უკრაინელი ლტოლვილი მიიღოს, რამდენიც საჭირო იქნება
უკრაინული მხარის განცხადებით, მათმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ომსკში ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ძლიერი თავდასხმა განახორციელეს
პარიზში საპროტესტო აქციისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
დედაქალაქში, „არქი გრანდ ავენიუზე“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონისა“ და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობა იწყება
არქივი