აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ოქტომბერი 2026, 04:20

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად საქართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, კვლავ უმაღლესი შეფასება აქვს და უკვე მე-11 წელია ინარჩუნებს ადგილს ე. წ. პირველ კალათაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებს, ასევე განაგრძობს მტკიცე და თანმიმდევრულ ღონისძიებებს აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც ქვეყნის უმაღლეს შეფასებას განაპირობებს.

გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის ძალისხმევა მათ შორის მოიცავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და მობილური ჯგუფების მიერ ტრეფიკინგის მაღალ რისკ-ჯგუფში მყოფი ადგილების პროაქტიულ შემოწმებასა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის ჩამდენ პირთა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობდა თანამშრომლობას უცხოელ კოლეგებთან ტრეფიკინგის შემთხვევებზე სამართლებრივი ზომების მიღების მიზნით. ასევე, საანგარიშო პერიოდში, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თემატიკაზე, პოლიციელებისთვის, მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდა სწავლებები.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებას განაგრძობს სპეციალიზებული დანაყოფები, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და მისი 6 მობილური ჯგუფი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, ასევე აჭარის რეგიონში მოქმედი სპეციალისტთა ჯგუფი - ე.წ. TASK FORCE, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და პროკურორებით.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციის, ასევე მოწმეთა და დაზარალებულთა დაცვის უზრუნველყოფას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები მხარს უჭერდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლებს გამოძიების დაწყებიდანვე. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ჩვენების დისტანციურად მიცემის შესაძლებლობას, რაც საშუალებას აძლევს მსხვერპლებს, რომელთა საქმეებიც სასამართლო განხილვის ეტაპზეა თავისუფლად დატოვონ ქვეყანა.

ყოველწლიურ ანგარიშს ტრადიციულად ახლავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიტალი კლიჩკო: რუსული იერიშების ფონზე კიევი გადარჩენისთვის იბრძვის, მოსახლეობას დროებით ქალაქიდან გასვლის რეკომენდაცია ეძლევა
მაია სანდუ: მოლდოვა მზად არის, ამ ზამთარს იმდენი უკრაინელი ლტოლვილი მიიღოს, რამდენიც საჭირო იქნება
უკრაინული მხარის განცხადებით, მათმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ომსკში ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ძლიერი თავდასხმა განახორციელეს
პარიზში საპროტესტო აქციისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
არქივი