ბექა ძამაშვილი – საქართველო უკვე მეთერთმეტე წელია, აჩვენებს მაღალ შედეგს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ოქტომბერი 2026, 10:01

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ადასტურებს, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა უმაღლესი სტანდარტებით ხორციელდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უმაღლესი შეფასება შეეხება როგორც დანაშაულის პრევენციას, ისე მის პროაქტიურ გამოვლენას, დამნაშავეთა დასჯას, ასევე, მსხვერპლთა დახმარებასა და მათ მხარდაჭერას.

„ეს კოორდინირებული სამუშაო ხორციელდება უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და, საბოლოო ჯამში, ყველა სახელმწიფო უწყების ეფექტიანი მუშაობის შედეგია. ეს შედეგი განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო, უკვე მეთერთმეტე წელია, თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგს, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს ღონისძიებები არის სისტემური ხასიათის და კარგად გააზრებული. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია, განხორციელდეს ეფექტიანი ბრძოლა ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან, ასევე, ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პროკურატურამ, ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტზე ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავეს
ნიდალ ჰასანს, რომელმაც 2009 წელს ამერიკულ სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანი მოკლა, სიკვდილით დასჯიან, პროცესი პირდაპირი ეთერით გადაიცემა
იუსტიციის სამინისტრო: საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
არქივი