მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ოქტომბერი 2026, 10:14

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.

კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 64 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – იორდანიის, პაკისტანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ჩინეთის, ტაილანდის და უზბეკეთის მოქალაქეები.

შსს-ს ცნობით, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად, ჯამში 20 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადამოწმდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პროკურატურამ, ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტზე ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ნიდალ ჰასანს, რომელმაც 2009 წელს ამერიკულ სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანი მოკლა, სიკვდილით დასჯიან, პროცესი პირდაპირი ეთერით გადაიცემა
ბექა ძამაშვილი – საქართველო უკვე მეთერთმეტე წელია, აჩვენებს მაღალ შედეგს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება
იუსტიციის სამინისტრო: საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში
არქივი