დავით ქართველიშვილი: ნობელის პრემია გადაეცა ადამიანს, რომლის პროფესიული საქმიანობაც უკავშირდება დასკვნებს, რომლებიც ვაშინგტონის მოკავშირისთვის კატეგორიულად არასასურველია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ოქტომბერი 2026, 15:13

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ნორვეგიის ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის განმტკიცებაში შეტანილი ძალისხმევისთვის“ ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭა 85 წლის სამხრეთაფრიკელ იურისტსა და ადამიანის უფლებათა დამცველს, ნავანეთემ „ნავი“ პილაის.

ექსპერტის თქმით, ნორვეგიულმა კომიტეტმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, გამოცადოს არა მხოლოდ ამერიკული დიპლომატია, არამედ თავად ამერიკის პრეზიდენტის მოთმინებაც.

„სადაცაა გაიღვიძებს... როგორც ჩანს, დღეს დილით დონალდ ტრამპს ყავის ორმაგი ესპრესო დასჭირდება. ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ისევ მას კი არა, სამხრეთაფრიკელ, 85 წლის იურისტს მიანიჭეს - თანაც იმ ქვეყნიდან, რომელსაც ტრამპი, რბილად რომ ვთქვათ, თავის საყვარელ მოკავშირედ არ მიიჩნევს.

ნორვეგიულმა კომიტეტმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა გამოცადოს არა მხოლოდ ამერიკული დიპლომატია, არამედ პრეზიდენტის მოთმინებაც. თანაც ეს ყველაფერი თეთრ სახლთან წინასწარი შეთანხმების გარეშე გააკეთა - წარმოუდგენელი უპატივცემულობა ყველა შესაძლო ჯილდოს მთავარ პრეტენდენტთან!

მაგრამ ყველაზე პიკანტური ჯერ კიდევ წინ არის: ნავი პილაი ხელმძღვანელობდა გაეროს კომისიას, რომელმაც ისრაელი ღაზაში გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა. ანუ პრემია გადაეცა ადამიანს, რომლის პროფესიული საქმიანობაც უკავშირდება დასკვნებს, რომლებიც ვაშინგტონის მოკავშირისთვის კატეგორიულად არასასურველია.

ეს უკვე უბრალოდ ტრამპისთვის პრემიის არმინიჭება კი არა, თითქმის საერთაშორისო პროვოკაციაა - თანაც მიზანმიმართულად განხორციელებული. დარჩა მხოლოდ დაველოდოთ, გამოაცხადებენ თუ არა თეთრ სახლში ნორვეგიას ამერიკული დიდებულების წინააღმდეგ მიმართული გლობალური შეთქმულების მორიგ ცენტრად.

ახლა კი ყველაზე საინტერესო: მოჰყვება თუ არა ამას სანქციები ლაურეატისა და ნობელის კომიტეტის წინააღმდეგ? სავიზო შეზღუდვები ნორვეგიელი „მშვიდობის მტრედებისთვის“? საბაჟო გადასახადები ნობელის ოქროზე? ამერიკული მშვიდობის პრემია დონალდ ტრამპის სახელობისა, რომელსაც ყოველწლიურად დონალდ ტრამპს გადასცემენ - სასურველია, ერთხმად?
ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ეს მწარე სატირაა და არანაირად არა სარკაზმი! მაგრამ ეპოქაში, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტები სულ უფრო ხშირად იქცევა პოლიტიკური კონფლიქტების ასპარეზად, ნობელის მედალიც კი რისკავს, დიპლომატიურ casus belli-დ გადაიქცეს. ტრამპს ჯერ არ გაუღვიძია, პოლიტიკურ კარიკატურისტებს კი სამუშაო დღე უკვე დაწყებული აქვთ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება
შიო მესამე: წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საკვირველი წმინდანი კაცობრიობის ისტორიაში. შეიძლება ითქვას, ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ის დასაწყისშივე ამბობს, რომ სიტყვა არის ღმერთი
საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების ფონზე დაკავებულთა რაოდენობამ 6 800-ს გადააჭარბა - უმრავლესობა არასრულწლოვანია
ირაკლი კობახიძე: საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად დაწევს საწვავზე ფასებს
ირაკლი კობახიძე: მუდმივად იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი და ასეც გაგრძელდება - თავდაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი
არქივი