სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაღუპულია ხუთი ადამიანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ოქტომბერი 2026, 16:08

თურქეთის ქალაქ სტამბულში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მალტეპეს რაიონში მომხდარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

მედიის ცნობით,  შემთხვევის ადგილზე ოთხი პირის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მეხანძრე-მაშველებმა კი ნანგრევებიდან 14 ადამიანი ამოიყვანეს.

მომხდარს გამოეხმაურა სტამბოლის გუბერნატორიც. მისი თქმით, განსაკუთრებული ზიანი მიადგა შენობის პირველ, მეორე და მესამე სართულებს, სადაც მაღაზია და საცხოვრებელი სახლები იყო.

ოფიციალური პირის თქმით, მისამართებზე სულ 14 პირი იყო რეგისტრირებული.

ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია შენობის ნგრევა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობას დასაშვებზე მეტი სართული ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი – ევროპარლამენტში საბჭოთა მენტალიტეტის, გორბაჩოვის თანამოაზრეებს ვხედავთ, რომლებმაც დრო იხელთეს და ქართველ ხალხზე შურს იძიებენ, პირადი ზიზღი აქვთ ქართველი ხალხის მიმართ
სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და განსასჯელი დამნაშავედ ცნო
მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება
შიო მესამე: წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საკვირველი წმინდანი კაცობრიობის ისტორიაში. შეიძლება ითქვას, ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ის დასაწყისშივე ამბობს, რომ სიტყვა არის ღმერთი
დავით ქართველიშვილი: ნობელის პრემია გადაეცა ადამიანს, რომლის პროფესიული საქმიანობაც უკავშირდება დასკვნებს, რომლებიც ვაშინგტონის მოკავშირისთვის კატეგორიულად არასასურველია
არქივი