მარკო რუბიო – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მუქარას თუ არ შეწყვეტს, აშშ მას დაშლის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ოქტომბერი 2026, 20:40

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, დონალდ ტრამპი არასდროს დაუშვებს, რომ სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

„პრეზიდენტი ტრამპი არასდროს დაუშვებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს. სწორედ ამიტომ აწესებს დღეს შეერთებული შტატები სანქციებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ. ჩვენ ავკრძალავთ ამ თვითნებურ სასამართლოსთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს, შევუზღუდავთ რესურსებს და მნიშვნელოვნად შევასუსტებთ მის შესაძლებლობას, ჩვენ წინააღმდეგ იმოქმედოს, რადგან ჩვენი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი ამ ყალბი საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ ექვემდებარებიან.

ამ საკითხზე ორივე პარტია თანხმდება, თუმცა ამ საფრთხის ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების მიღების პოლიტიკური ნება მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს. ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეწყვეტს მუქარას, ან ჩვენ მის საქმიანობას შევაჩერებთ. მოველით, რომ ჩვენი მოკავშირეები, რომელთა დიდი ნაწილიც სასამართლოს წევრია და თავდაცვისთვის ამერიკელ სამხედროებზეა დამოკიდებული, ამ თვითნებური სასამართლოს საქმიანობას შეზღუდავენ.

ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები გააგრძელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაშლის კამპანიას, ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ, ვიდრე ამერიკელებისთვის საფრთხე საბოლოოდ არ აღმოიფხვრება“, – განაცხადა რუბიომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი შეერთებული შტატების მხრიდან რუსულ დიზელზე შეზღუდვების მოხსნაზე: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
ადვოკატი გია ტაბლიაშვილი: მინდა გულწრფელად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გლდანის N8 დაწესებულების, N18 დაწესებულების სამედიცინო ნაწილებზე უაღრესი მადლიერება გამოვხატო
დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
იუსტიციის მინისტრი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა
გიორგი პატარიძე: ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 2012 წლის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებებში ძალადობის ფაქტები არ ყოფილა
არქივი