საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ერთხმად ჩამოაშორა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ოქტომბერი 2026, 21:07

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დღეს საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი განიხილა.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა მონაწილეობდეს საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილი პარლამენტს სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა. როგორც თავად ზურაბიშვილმა განმარტა, ყეინიშვილი და ხომერიკი „მანკიერი პროცესის ლუსტრაციისთვის“ წარადგინა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკიდან გადაგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მუქარას თუ არ შეწყვეტს, აშშ მას დაშლის
სუს-ი – ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
ავსტრიაში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი უკრაინელი დააკავეს, მათ შორის გამოცემა „უკრაინსკაია პრავდის“ თანამშრომლები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
შალვა პაპუაშვილი -Amnesty International-მა დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი
არქივი