ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თურქმენეთში დახურული შეხვედრა გამართეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ოქტომბერი 2026, 02:20

ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თურქმენეთში წინასწარ გაუხმაურებელი შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, დახურული შეხვედრა თურქმენეთში, კასპიის ზღვის სამიტის შემდეგ გაიმართა.

როგორც „კომერსანტი“ წერს, შეხვედრა წინასწარ არ იყო გამოცხადებული. ის დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დრო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა შეათანხმა. დსთ-ის გაფართოებული სამიტის დახურულ ნაწილში პუტინმა ცალ-ცალკე განიხილა საკითხები ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან.

„კომერსანტის“ ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს კასპიის სამიტში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მის დასრულებას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან შესახვედრად დაელოდა.

მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მელანია ჰარუთიუნიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა თურქმენეთში არ გამართულა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი