დრონებითა და "აეროსტატებით" თავდასხმების გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კერძოდ, აღინიშნება, რომ მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა - “ვნუკოვომ”, “შერემეტიევომ”, “დომოდედოვომ” და “ჟუკოვსკიმ” - დრონებითა და აეროსტატებით თავდასხმების ფონზე მუშაობაზე დროებითი შეზღუდვები შემოიღეს. შეზღუდვები ადგილობრივი დროით, დაახლოებით 15:40 საათზე ამოქმედდა.
FlightRadad24-ის სერვისის ინფორმაციით, ყველაზე მეტად შეფერხებები აეროპორტ “ვნუკოვოს” შეეხო: რეისების 40%-ზე მეტი შეფერხდა, შეფერხების საშუალო ხანგრძლივობა 102 წუთს შეადგენს, ხოლო რეისების კიდევ 10% გაუქმდა.
მოსკოვის რეგიონის აეროპორტებს შეფერხებები 9 ოქტომბრის წინა ღამესაც შეეხო. მაშინ, დრონებით თავდასხმების საფრთხის გამო დაიხურა “ვნუკოვო”, “დომოდედოვო” და “ჟუკოვსკი”. ღამის განმავლობაში 150-ზე მეტი რეისი შეფერხდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |