ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელწერა არის ძალიან ცხადი - ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ყველგან და ყველას მიმართ, ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ოქტომბერი 2026, 19:18

ჩვენი ხელწერა არის ძალიან ცხადი - ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ყველგან და ყველას მიმართ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.


მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ადამიანის წარსული, როგორია პატიმრის წარსული, რა დანაშაულები აქვს მას ჩადენილი, ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყველგან განუხრელად დაცული.


„რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბატონი დავითაძის მიმართაც. თუმცა ასეთ დროს ჩვენ ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებები, ცრუ ბრალდებები, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველაფერს მოეფინა ნათელი ძალიან მარტივად, ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში. თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე და ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ვითარება. ამას ადასტურებს ძალიან ბევრი რამ, მათ შორის სტატისტიკა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც შემცირებულია დაახლოებით 6-ჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რომ დღეს მოქმედებს ჰუმანური სისტემა, ჰუმანურობის პრინციპი მოქმედებს სასჯელაღსრულების სისტემაში და ჩვენ ვაპირებთ ამ ხელწერით მუშაობის გაგრძელებას“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა - წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე მათი პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია, რაც შეიძლება, მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, მზად ვართ, მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება. თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას
პრემიერი შეერთებული შტატების მხრიდან რუსულ დიზელზე შეზღუდვების მოხსნაზე: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
მოგზაური კარლ ბუშბი ფეხით მივიდა ჩილედან დიდ ბრიტანეთში, რასაც მან 28 წელი მოანდომა.
კვირის საინტერესო და უჩვეულო ამბები
არქივი