ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია, რაც შეიძლება, მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, მზად ვართ, მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება. თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ოქტომბერი 2026, 19:20
ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია, რაც შეიძლება, მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში. ვგულისხმობ იმ პატიმრებს, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებისთვის იხდიან სასჯელს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის მათი დღის წესრიგი, რადიკალიზმისთვის ურჩევნიათ იყოს მეტი პატიმარი.

„ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეულ მათგანთან მიმართებით მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება. თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, ამ შემთხვევაში ეს ადამიანები დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ამ ადამიანების მიზანი არის რადიკალიზმი, პოლარიზაცია, ესკალაცია, ჩვენი მიზანია სიმშვიდის განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
რუსეთის საგარეო უწყება - ყურადღება უნდა გამახვილდეს თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე, ასევე სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის დაწყებაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ პუტინი 60-დღიან ზავზე დათანხმდება
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ სფეროში ზავზე შეთანხმდნენ
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
არქივი