პრემიერი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა - წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე მათი პოლიტიკა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ოქტომბერი 2026, 19:23

ჩვენ შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ ამ სტატუსისთვის ბატონ სააკაშვილს, ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა, წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც 2008 წლის ომზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული მათი პოლიტიკა.


„თქვენ ძალიან კარგად იცით, რა მოხდა 2008 წელს, ორ დღეში წააგო სააკაშვილმა ეს ომი, მიუხედავად იმისა, რომ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი სამხედროები, ჩვენი ჯარისკაცები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სამოქალაქო პირები ხელმძღვანელობდნენ მაშინ სამხედრო ოპერაციებს, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს მაშინ ქართულ ჯარს და გასაკვირი არ იყო, რომ ორ დღეში წააგო თავისივე დაწყებული ომი მიხეილ სააკაშვილმა და ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან კარგად ცხადყოფს, ცხადყოფს იმას, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის პოლიტიკა, მათი განცხადებები,“ - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი პატარიძე: ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 2012 წლის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებებში ძალადობის ფაქტები არ ყოფილა
11 ოქტომბერი ზაპოროჟიეში გლოვის დღედ გამოცხადდა
პაატა სალია:პენიტენციურ სისტემაში მოხვედრით ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა ის ინარჩუნებს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება და ასე შემდეგ
გიორგი გაბუნია ჰერჩინსკის განცხადებას პასუხობს, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: ქართული მუსიკა დაკავშირებულია მარადიულ ღირებულებებთან, ღმერთისა და სამშობლოსათვის თავდადებასთან - წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია თქვენთვის, გაუგოთ და ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც მისაღებია, რაც შეიძლება, მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულებში, მზად ვართ, მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება. თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას
არქივი