იუსტიციის მინისტრი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ოქტომბერი 2026, 21:04

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“.

იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმის შესახებ ილაპარაკა.

„ამ შემთხვევაზე 10 თვეა გამოძიება მიმდინარეობს. არცერთი პოლიტიკური პარტია, არცერთი „ენჯეო“ ამ შემთხვევას მაშინ არ გამოხმაურებია და ასეთი ამბავი არ აწეულა, როგორც ახლა აიწია. სწორედ ახლა ჰქონდა ამას ორკესტრირებული მცდელობა, რომ ციხეში საბოტაჟი გამოეწვია. ვერ გავიზიარებ ისეთ მოსაზრებას, რომ დაუსაბუთებელი ბრალდებების პირობებში ვინმეს პასუხისმგებლობა დავაყენო, უფლებამოსილება შევუზღუდო და პენიტენციური სისტემა საბოტაჟის ქვეშ დავაყენო“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს და გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის კადრებს ასახავს. მათივე განმარტებით, დავითაძემ კატეგორიულად თქვა უარი შემოწმება-დათვალიერებაზე, რის შემდეგაც დაწესებულების თანამშრომლებმა, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, ელექტროდეტექტორის გამოყენებით, იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს.

საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
„ფაინენშალ თაიმსი“ – აშშ უკრაინას იარაღით მომარაგების სისტემის შეჩერებით ემუქრება, რათა კიევი აიძულოს, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები
რუსეთის საგარეო უწყება - ყურადღება უნდა გამახვილდეს თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე, ასევე სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის დაწყებაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ პუტინი 60-დღიან ზავზე დათანხმდება
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ სფეროში ზავზე შეთანხმდნენ
არქივი