ილონ მასკი: დროა უკრაინას ახალი ლიდერი ჰყავდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 ოქტომბერი 2026, 10:56
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თითქოს, „ეს ომი ბევრჯერ შეეძლო შეეწყვიტა, მაგრამ არჩია ეს არ გაეკეთებინა“ და რომ უკრაინას ახალი ლიდერი სჭირდება.

მასკმა კომენტარი დატოვა საკუთარ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მომხმარებლის მიერ გაზიარებულ ვიდეოზე, რომელზეც ტრამპი ამბობს, რომ უკრაინული დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მთელ მსოფლიოს საწვავთან დაკავშირებულ პრობლემებს უქმნის.

„ზელენსკი ძალიან შორს წავიდა“, - დაწერა მასკმა. მეორე კომენტარში კი აღნიშნა: „ვეთანხმები, დროა უკრაინამ ახალი ლიდერი შეიძინოს“.

9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმდა.ზელენსკიმ ტრამპის ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა და სანქციების მოხსნა აბსოლუტურად საშინელ ნაბიჯად შეაფასა. ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი