1
11 ოქტომბერი 2026, 11:58
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კახეთში, გარემოს დაცვის მინისტრთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ღვინის მწარმოებელ კომპანია „შატო ზეგაანს“ ესტუმრა. ირაკლი კობახიძემ საოჯახო მეურნეობა და ისტორიული მარანი დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.
კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მეურნეობა 20 ჰექტარ ვენახს ფლობს და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებსა და ტრადიციულ ტექნოლოგიებს იყენებს.
„შატო ზეგაანის“ ისტორია 1783 წლიდან იწყება, ღვინის ქარხანა კი 1820 წელს დაარსდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |