დონალდ ტრამპი: პუტინს ძალიან სურს ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 ოქტომბერი 2026, 13:07

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ძალიან სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება.

მედიის წარმომადგენლებმა ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ რა უთხრა მას პუტინმა 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს.

ტრამპმა ამაზე უპასუხა: „მას სურს, რომ [რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ] შეთანხმებას მიაღწიოს. პრეზიდენტ პუტინს ძალიან სურს, რომ შეთანხმებას მიაღწიონ“.

ამის შემდეგ მან დასძინა, რომ რუსეთს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულობები შეაქვს.

„მას მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დიდი მოცულობები შეაქვს. ეს კარგია. და, სხვათა შორის, ძალიან დაბალ ფასად“, - აღნიშნა ტრამპმა.


9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმდა. ზელენსკიმ ტრამპის ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა და სანქციების მოხსნა აბსოლუტურად საშინელ ნაბიჯად შეაფასა. ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი