ლიზა გეგეჭკორი: ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ - მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 ოქტომბერი 2026, 14:04

მართლა მიკვირს, რაზე ფიქრობენ ხოლმე ასეთ დროს. ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის?, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამ არჩევანით სცადა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების პროვოცირება და დაცინვა, თუმცა, თავად არიან გამოუვალ მდგომარეობაში, ვინაიდან, მათი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ქართველი ხალხის ნებას კი ვერაფერს უხერხებენ.


`ყველამ კარგად ვიცით, რასაც ემსახურება ეს ყველაფერი, იმ მილიონ ოთხასი ათასზე მეტი ადამიანის პროვოცირებასა და დაცინვას, ვინც საკუთარ ქვეყანას და სტაბილურობას დაუჭირა მხარი.


ჩვენს საქართველოში, სადაც მუსიკა ფაქტობრივად გენეტიკის ნაწილია, სადაც უნიკალური მრავალხმიანობა და უნიჭიერესი მომღერლები გვყავს, ელჩს მაინცდამაინც ამ ჯგუფის ნამღერზე რატომ უნდა მოუნდეს ცეკვა? ნუთუ მართლა სხვა, ბევრად უფრო საამაყო და ხარისხიანი მუსიკოსები ვერ იპოვეს ამ დალოცვილ ქვეყანაში?


პასუხი, ალბათ, იმაზე მარტივი და კომიკურია, ვიდრე გვეჩვენება. როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია და ქართველი ხალხის ნებას ვერაფერს უხერხებ, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ. ფაქტობრივად, თავიანთ ამჟამინდელ რეალობას გაუსვეს ხაზი, მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან და სხვა რა დარჩენიათ, თავად უკრავენ და თავადვე ცეკვავენ ამ აბსურდზე," - წერს ლიზა გეგეჭკორი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
შარმანაშვილი ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, პროკურორებო, მოსამართლეებო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი დანაშაულს გულწრფელად აღიარებენ და დაფიქრდით, სანამ საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ - მამაშვილობის საოცარი ნიმუშები ვნახეთ, დადგა დრო თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრის ნიმუშების წარმოჩენისა
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
არქივი