სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის განცხადებას მისთვის სატელეფონო ზარების შეზღუდვის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 ოქტომბერი 2026, 16:33
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის განცხადებას მისთვის სატელეფონო ზარების შეზღუდვის შესახებ, - „იმედინიუსმა“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გადაამოწმა მსჯავრდებულ კიკნაძის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მას პენიტენციურმა დაწესებულებამ დედასთან და კიდევ ორ ახლობელთან სატელეფონო კავშირი დაუბლოკა.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ მსჯავრდებულს შეუძლია, გამოითხოვოს და გაასაჯაროოს მისი სატელეფონო საუბრების ამონაწერი, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, როდის აქვს ბოლო სატელეფონო ზარი განხორციელებული.

მსჯავრდებულმა რეზო კიკნაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველ ჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს.“ ის წერს, რომ ამის სავარაუდო მიზეზი მსჯავრდებულ დავითაძის მხარდასაჭერად ჩაწერილი მისი „ვოისი“ გახდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში მასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი დაამტკიცა
დონალდ ტრამპი: ევროკავშირმა რუსეთს ენერგომატარებლებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, „ფეიკ ნიუს“ მედიას კი ამ ამბავთან მიკარებაც არ სურს
ირაკლი კობახიძე - ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირში არსებობს გარკვეული ინტერესი საქართველოსთან პოლიტიკურ დონეზე დაბლა ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართ, როგორიცაა დაკავშირებადობა
ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
არქივი