1
11 ოქტომბერი 2026, 16:35
საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ეროვნული ნაკრები ხმლით ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
გადამწყვეტ დაპირისპირებაში ქართველმა სპორტსმენებმა მინიმალური სხვაობით, 29:30 წააგეს პოლონეთის ნაკრებთან და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს.
ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილისა და გვანცა ზადიშვილისგან შემდგარი სამეული ასპარეზობას რაპირით გუნდურ დისციპლინაში განაგრძობს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |