სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს მიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 ოქტომბერი 2026, 18:11

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს მიმართა.

როგორც შიო III-მ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" განაცხადა, საქართველოს ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა.

რაც შეეხება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, პატრიარქის თქმით, „მათ მუდამ ველოდებით“.

„დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა, განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენით და სიყვარულით დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით ეს ასეც იქნება და ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული.

რა თქმა უნდა, ამ საიუბილეო დღეების საერთო სიხარულის თანაზიარნი არიან, ასევე, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. ჩვენ ერისა და ეკლესიის ძვირფასი შვილები, გვახარებს ის, რომ ისინი სამშობლოდან შორს მყოფნიც ინარჩუნებენ რწმენას ეკლესიასთან და მამულთან კავშირს, ჩვენ მუდამ ვლოცულობთ და ველოდებით მათ“, - განაცხადა პატრიარქმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ირაკლი კობახიძე: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მას ფილტვში ოპერაციას ჩაუტარებენ
შალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის. ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა. ეს არის ჩვენი საერთო წარსულის გახსენების და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის დღე
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენია ვალია, დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა საფუძველზე უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და თავად ადამიანი? ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება შვიდი მარადიული ღირებულება - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი
არქივი