ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ პუტინი 60-დღიან ზავზე დათანხმდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 ოქტომბერი 2026, 19:59
უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ზავზე დათანხმდება, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-ის ჟურნალისტ ჯონათან კარლთან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის უნდა ჩატარდეს კენჭისყრა და ვინ უნდა აირჩიონ.

„მაგრამ თუ ამ კითხვას ვუპასუხებთ, ვიცი, რომ პუტინს ძალიან სურდა უკრაინის პრეზიდენტის შეცვლა. მე ეს მესმის. და თუ პრეზიდენტ ტრამპს რეალურად სურს რაიმე ცვლილებები საარჩევნო პროცესში, ამაზე უკვე ვისაუბრე მის გუნდთან. ამიტომ, გთხოვთ, გადასცეთ პუტინს: მოგვეცით ამოსუნთქვის საშუალება 2 თვით, 60 დღით. ცეცხლის სრული შეწყვეტა 60 დღით - და ჩვენ არჩევნებს დავაორგანიზებთ. რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით მივიღოთ ჩვენი ხალხის ნებისმიერი არჩევანი, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე გააკრიტიკა ზელენსკი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გამო. ტრამპის თქმით, აშშ ეუბნებოდა ზელენსკის, რომ მას „რუსეთთან დაკავშირებით ყველაფრის გაკეთება შეეძლო“, თუმცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე არ უნდა დაერტყა, რადგან ეს „მსოფლიო პრობლემაა“. მომდევნო დღეს ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მოსკოვი უკრაინულ ენერგეტიკაზე დარტყმებს შეაჩერებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა. მან ასევე გააკრიტიკა ზელენსკი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გამო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ სფეროში ზავზე შეთანხმდნენ
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს მიმართა
ირაკლი კობახიძე: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მას ფილტვში ოპერაციას ჩაუტარებენ
არქივი