„ფაინენშალ თაიმსი“ – აშშ უკრაინას იარაღით მომარაგების სისტემის შეჩერებით ემუქრება, რათა კიევი აიძულოს, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 ოქტომბერი 2026, 23:01

აშშ უკრაინას იარაღით მომარაგების სისტემის შეჩერებით ემუქრება, რათა კიევი აიძულოს, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, გამოცემის ინფორმაციით, საუბარია სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეწყვეტასა და პრიორიტეტული საჭიროებების სიის მექანიზმის შეჩერებაზე.

„ისინი კიევში რეკავენ, ისინი ყველას ურეკავენ (ევროპაში)“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც გამოცემის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი დაუკავშირდა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა“ გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ ჯერჯერობით შეთანხმების დეტალებს ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
რუსეთის საგარეო უწყება - ყურადღება უნდა გამახვილდეს თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე, ასევე სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის დაწყებაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ პუტინი 60-დღიან ზავზე დათანხმდება
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ სფეროში ზავზე შეთანხმდნენ
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
არქივი