ევროკომისიის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის „სრულ მხარდაჭერას“ უცხადებს და უკრაინას დამატებით დაფინანსებას ჰპირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2026, 01:20

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „სრულ მხარდაჭერას“ უცხადებს და უკრაინას დამატებით დაფინანსებას ჰპირდება.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

"დღეს კარგი საუბარი შედგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. სრულად დავუჭირე მხარი პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც უზრუნველყოფს სურსათის გლობალური მარაგებისა და უკრაინასა და რუსეთში არსებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას.

ომი ახალ, უფრო მძიმე ფაზაში შევიდა.

რუსეთი ბრძოლის ველზე აჭიანურებს პროცესებს და ფრონტის ხაზისგან მოშორებით, მშვიდობიან მოსახლეობაზე ახორციელებს დარტყმებს.

უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატე.

ასევე, სრული მხარდაჭერა აღვუთქვი პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც საკუთარი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას ხელმძღვანელობს.

ამ კვირაში გასამართ ევროპულ საბჭოზე უკრაინის საკითხი ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. განვიხილავთ დაფინანსების საჭიროებებს მომავალი წლისთვის და გზებს ახალი გლობალური მხარდაჭერის მობილიზებისთვის.

ამ კვირაში ევროკავშირი ასევე გამოყოფს დამატებით დაფინანსებას დრონებისა და რაკეტებისთვის.

ეს მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მისი საჰაერო სივრცის დაცვას.

ასევე, მოლაპარაკებების ფარგლებში ორი დამატებითი კლასტერის გახსნას ვგეგმავთ.

პროცესი რეალურ იმპულსს იძენს", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
„აქსიოსი“ – დონალდ ტრამპის მოსაზრებით, „ენერგეტიკული ზავი“ ნიშნავს, რომ რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს შეწყვეტენ
„ფაინენშალ თაიმსი“ – აშშ უკრაინას იარაღით მომარაგების სისტემის შეჩერებით ემუქრება, რათა კიევი აიძულოს, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები
რუსეთის საგარეო უწყება - ყურადღება უნდა გამახვილდეს თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე, ასევე სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის დაწყებაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ პუტინი 60-დღიან ზავზე დათანხმდება
არქივი